მიკ ჯაგერის კოსტიუმი აუქციონზე გაიყიდა

მიკ ჯაგერის კოსტიუმი აუქციონზე გაიყიდა

მიმდინარე წელს პოპულარულ ჯგუფს „The Rolling Stones” დაარსებიდან 50 წელი შეუსრულდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მუსიკოსებმა რამდენიმე კონცერტი დაგეგმეს.

გუშინ ლონდონის „Christie’s”-ის აუქციონზე მორიგი „სამუშაო დღე“ გაიმართა. აუქციონის ორგანიზატორებმა ჯგუფის პოპულარობა სათავისოდ გამოიყენეს და გასაყიდად მიკ ჯაგერის ძველი კოსტიუმი გამოიტანეს.

ამ სამოსის ასაკი დაახლოებით 40 წელი გახლდათ. მისი შემქმნელი თავის დროზე ცნობილი დიზაინერი ოსი კლარკი გახლდათ.

ცნობილ როკმენს ეს კოსტიუმი შორეულ 1972 წელს ეცვა. იმ პერიოდში ჯგუფი საგასტროლო ტურნეში, აშშ-ში იმყოფებოდა.

ტანსაცმლის საწყისი ფასი 12 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო. სამოსი უცნობმა კოლექციონერმა შეიძინა, რომელმაც 20 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.