იტალიაში ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

იტალიაში ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 2 723 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ეს იტალიისთვის ბოლო 24 საათში რეკორდული მაჩვენებელია.

ცნობისთვის, იტალიაში კორონავირუსის 181 228 შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანაში ევროპის მასშტაბით ვირუსს ყველაზე მეტი, 24 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე ამბობს, იტალია მიმდინარე კვირის ბოლოსთვის კორონავირუსისგამო დაწესებული ზომების მოხსნის გეგმას გაასაჯაროებს.