თენგიზ ცერცვაძე: პლაქვენილი ბევრის მიერ არსებულ მედიკამენტთა შორის საუკეთესოდაა მიჩნეული

თენგიზ ცერცვაძე: პლაქვენილი ბევრის მიერ არსებულ მედიკამენტთა შორის საუკეთესოდაა მიჩნეული

რაც შეეხება კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროტოკოლს, რასაც ბატონი ზურაბ გურულის კრიკტიკა ეხებოდა, ეს არის უშუალოდ ინფიცირებულთა მკურნალობის პროტოკოლი, რომელიც შედგენილია ავტორთა ჯგუფის მიერ ჩვენი ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა

მისი თქმით, ყველამ ვიცით, რომ კოვიდის ეფექტურად სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მედიკამენტი არ არსებობს.

„ბატონი გურული აკრიტიკებდა, საკმაოდ მოურიდებლად და მას რომ ვუსმინოთ, ეს პროტოკოლი არაფრად არ ვარგა, რომ საქართველოში კოვიდინფიცირებულებს არასწორად მკურნალობენ. რომ მათ არასწორად და არამიზნობრივად უნიშნავენ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მედიკამენტს პლაქვენილს, ან აღნიშნულ მედიკამენტს უნიშნავენ უსიმპტომო ავადმყოფებს, მათ ვისაც ეს საერთოდ არ სჭირდება, ვისაც კომპიუტერულ ტომოგრამაზე არ აღენიშნება ფილტვების ანთება და შესაძლოა, ეს მედიკამენტი ზიანის მომტანიც იყოსო. აგრეთვე, თითქოს ამ მედიკამენტს იყენებენ პროფილაქტიკისთვის და თითქოს, მალე დამტკიცდება, რომ პლაქვენილი არ არის კარგი წამალი. ალბათ, ყველამ იცით ჩერჩილის სიტყვები „დემოკრატია მმართველობის ყველაზე საშინელი ფორმაა, მაგრამ უკეთესი არ არსებობს“. ეს ძალიან კარგად შეესაბამება პლაქვენილს. ყველამ ვიცით, რომ კოვიდის ეფექტურად სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მედიკამენტი არ არსებობს და როდესაც ასეთი რადიკალური საშუალება არ არსებობს, პლაქვენილი ბევრის მიერ არსებულ მედიკამენტთა შორის საუკეთესოდაა მიჩნეული“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.