დავით მათიკაშვილი: მიშა სააკაშვილს ერთადერთი სურვილი ამოძრავებს, შეწყდეს ყველანაირი დახმარება და ხალხის მდგომარეობა დამძიმდეს

დავით მათიკაშვილი: მიშა სააკაშვილს ერთადერთი სურვილი ამოძრავებს, შეწყდეს ყველანაირი დახმარება და ხალხის მდგომარეობა დამძიმდეს

მიშა სააკაშვილს ერთადერთი სურვილი ამოძრავებს, შეწყდეს ყველანაირი დახმარება, ხალხის მდგომარეობა დამძიმდეს და ამით ისარგებლოს მხოლოდ სააკაშვილის დეგრადირებულმა პოლიტიკურმა ინტერესებმა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მოსიარულე ბოროტება ვერ მალავს საკუთარ სახეს.

,,ჩემმა კოლეგებმა დღეს უკვე აღნიშნეს, რომ შეუძლებელია, სერიოზულად შეაფასო ქვეყნისთვის ამ ურთულეს მომენტში ნაცების "ბელადის" მავნებლური გამოხტომები.

ასევე, ძალიან კარგი პასუხი გასცა ფინანსთა მინისტრმა გაქცეულ სააკაშვილს - თუ მართლა ჩაერია საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებაში, იმდენს იზამს, რასაც გვაძლევენ იმასაც წაგვართმევენო. აღარ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნაცებისთვის არ არსებობს უკადრებელი, სინამდვილეში არც თუ ისე სასაცილოდაა საქმე - ნათელია, მიშა სააკაშვილს ერთადერთი სურვილი ამოძრავებს, შეწყდეს ყველანაირი დახმარება, ხალხის მდგომარეობა მაქსიმალურად დამძიმდეს და ამ მდგომარეობით იხეიროს მხოლოდ სააკაშვილის დეგრადირებულმა პოლიტიკურმა ინტერესებმა. ის ამას რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევს, თუმცა ფაქტია, რომ მოსიარულე ბოროტება ვერ მალავს საკუთარ სახეს“,- წერს დავით მათიკაშვილი.

დღეს მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„მე გთავაზობთ: გამომიყენეთ უცხოური დახმარების მისაღებად. მე მზად ვარ, მოვიარო ყველა უცხოური დედაქალაქი. ძალიან ბევრს ვიცნობ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებში, ვიცნობ თითქმის ყველას, ვინც ახლა ევროპელი ლიდერები არიან“, - წერს Facebook-ზე მიხეილ სააკაშვილი.

ზაზა სუფთა სოფლელი ყლე
5 წლის უკან