თეა შაყულაშვილი: ნეტავ რას იტყვის მემატიანე ასობით წლის შემდეგ 2020 წლის აღდგომაზე?

თეა შაყულაშვილი: ნეტავ რას იტყვის მემატიანე ასობით წლის შემდეგ 2020 წლის აღდგომაზე?

თეა შაყულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ნეტავ რას იტყვის მემატიანე ასობით წლის შემდეგ 2020 წლის აღდგომაზე? მაშინ, როდესაც ადამიანები მარსზე და იუპიტერზე იცხოვრებენ, როდესაც ერთმანეთთან კომეტებით ივლიან, როდესაც ჩვენი ძვლები თანმიმდებრულადაც აღარ ეწყობა დედა მიწაში, როდესაც ის, რისი ცოდნაც არ გვაქვს, უკვე გვეცოდინება?

როდესაც ათი თაობის წინანდელი წინაპარი გვერქმევა? ქრისტე კი ისევ და ისევ აღსდგება ყოველ გაზაფხულზე, მორწმუნესთვის და ურწმუნოსთვის, მოხუცისთვის და ახალშობილისთვის, ბოგანოსთვის და მდიდრისთვის....ჩვენ არავის ვეხსომებით, მაგრამ სევდიანი ამბავი, რომ "ჟამსა ერთსა" ცარიელ ტაძრებში, შიშსა და გაურკვევლობაში, სახლებში შეყუჟულ ადამიანებს შორის კვლავ აღსდგა ნაზარეველი უკვე ისტორიის კუთვნილებაა. გილოცავთ აღდგომის ამ ბრწყინვალე და სევდიან დღესასწაულს გფარავდთ და გაძლიერებდეთ, ებარებოდეთ და გეიმედებოდეთ

ესეც აღდგომის მისტიკა- პასტერნაკისგან

აღდგომა, ისეთი უხეში ფორმით, როგორადაც ის სუსტთა და უსუსურთა სანუგეშოდ დამკვიდრდა- ჩემთვის უცხოა. ქრისტეს სიტყვებსაც ცოცხლებსა და გარდაცვლილებზე- ყოველთვის სხვაგვარად მესმოდა. თქვენ შფოთავთ, აღდგებით თუ არა თქვენ თავად, მაგრამ ვერც კი შეამჩნიეთ, რომ თქვენ უკვე აღდექით -როცა დაიბადეთ.

მტკივნეული იქნება თუ არა? საერთოდ შეამჩნევს კი თვენი ქსოვილი საკუთარ რღვევას? სხვა სიტყვებით, რა დაემართება თვენს ცნობიერებას? პასუხამდე იმაში გავერკვეთ რა არის ცნობიერება. გაცნობიერებულად ძილის სურვილი-იწვევს უძილობა, საკუთარ საჭმლის მმომნელებელ სისტემაში გაცნობიერებულ ჩარევით, მხოლოდ მისი ინერვაციის გაღიზიანება შეგიძლიათ, ცნობიერება საწამლავი დათვითმკვლელობის საშუალებაა მათთვის= ვინც მას საკუთარ თავზე ცდის. სინამდვილეში ცნობიერება შიგნიდან გარეთ გამოჭრილი სინათლეა, რომელიც გზას გვინათებს რათა არ წავბორძიკდეთ, ცნობიერება ეს მიმავალი ელმავლის ანთებული ფარებია, ცადეთ და შემოაბრუნეთ მისი შუქი გარედან შიგნით დარწმუნდაბით რომ კატასტროფა გარდაუვალია.

რა მოუვა თქვენს ცნობიერებას მომავალში, ეს იმაზეა დამოკიდებული ვინ ხართ თქვენ ეხლა, თქვენ რითი დაგამახსოვრდათ საკუთარი თავი? რომელი ორგანო შეიმეცნეთ თქვენი შემადგენელი ნაწილებიდან? საკუთარი თირკმელები? ღვიძლი? სისხლძარღვები? არა, რაც არ უნდა გაიხსენოთ, საკუთარ თავს მხოლოდ გარედან ხედავთ, მთლიანს და საქმიანს, სამსახურში, ოჯახში, სხვა ადამიანების გარემოცვაში. ახლა კი ყურადღებთ, ადამიანი სხვა ადამიანებში- არის კიდეც მისი სული , აი რა ხართ თქვენ სინამდვილეში, აი რითი სუნთქავდა, იკვებებოდა და საზრდოობდა მთელი ცხოვრება თქვენი ცნობიერება. თქვენი სულით , თქვენი უკვდავებით, თქვენი არსებობით სხვებში. ... და რა მნიშვნელობა აქვს მაშინ თქვენთვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს, მომავალში, ამ ყველაფერს ხსოვნა ერქმევა? ეს მაინც თქვენ იქნებით მომავლის შემადგენლობაში გარდასული.

და ბოლოს, არაფერია სანერვიულო, რადგანაც სიკვდილი არ არსებობს

ბორის პასტერნაკი- ექიმი ჟივაგო“