მათი მცდელობა გაემიჯნონ ეკლესიას, გაემიჯნონ მრევლს, გაემიჯნონ ქრისტიანულ ღირებულებებს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათთვის მთავარია მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური და პარტიული ინტერესები და არ არსებობს რაიმე ღირებულება, რომელიც მათ შეიძლება აკავშირებდეს ქართველ ხალხთან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ, 17 მაისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, რომელშიც ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.
მისი თქმით, ოპოზიციის არც ერთ წევრს არ მიუღია მონაწილება ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობაში.
„მილიონობით საქართველოს მოქალაქე გამოვიდა, ქართველებიც, ქრისტიანებიც, სხვა ეთნიკური თუ რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები იმის გამო, რომ ოჯახი ყველა რელიგიაში, ყველა ქვეყანაში, ყველა ერისთვის არის წმინდა და ძვირფასი. მათი მცდელობა გაემიჯნონ ეკლესიას, გაემიჯნონ მრევლს, გაემიჯნონ ქრისტიანულ ღირებულებებს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათთვის მთავარია მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური და პარტიული ინტერესები და არ არსებობს რაიმე ღირებულება, რომელიც მათ შეიძლება აკავშირებდეს ქართველ ხალხთან. გახსოვთ თქვენ რა მოხდა 9 აპრილის მემორიალთან დაკავშირებით, გავიხსენოთ 17 მაისი. არც ერთი ოპოზიციონერს უბრალოდ მონაწილეობა არ მიუღია. რამდენიმე ქალაქში ერთდროულად ჩატარდა მსვლელობაც, პარაკლისიც. როგორ დავიჯერო, რომ ან ღმერთი არ წამთ ან საკუთარი ოჯახები არ უყვართ, ეს ხომ ტყუილია. აქაც ცდილობენ, რომ საზოგადოებაში დაპირისპირება შეიტანონ. ნახეთ, როგორ მოიხსენიებდნენ იმ ადამიანებს, ვინც აქციაში იღებდნენ მონაწილეობას. გეგონება საჯარო მოხელეს ან კერძო კომპანიაში დასაქმებულ ადამიანს არ ჰქონდეს უფლება ეკლესიაში შევიდეს, ილოცოს, ოჯახი უყვარდეს და იცავდეს ჩვენს ძირითად ღირებულებებს და ტრადიციებს“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
პატრიარქის დაწესებულ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს, ოპოზიცია არ შეუერთდა. კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“ არც ერთი ოპოზიციონერი არ იმყოფებოდა ქაშვეთთან და მათ არ მიუღიათ მონაწილეობა მსვლელობაში.