თამაზ ვერულაშვილი: ყველა ერიდება ზიარების წესის ტაბუდადებულ, მგრძნობიარე თემას...

თამაზ ვერულაშვილი: ყველა ერიდება ზიარების წესის ტაბუდადებულ, მგრძნობიარე თემას...

ფეისბუქ-მომხმარებელი თამაზ ვერულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ყველა ერიდება ზიარების წესის ტაბუდადებულ, მგრძნობიარე თემას...

თუმცა ზოგიერთი სასულიერო პირი აკეთებს გარკვეულ მინიშნებებს...

ბევრი მორწმუნე ბრკოლდება ამ თემის გამო და ვერ ეზიარება...

ისინი, თავის თავს რომ ღრმადმორწმუნეებად მიიჩნევენ და სხვებს მცირედმორწმუნეებად, სასტიკ აგრესიას აფრქვევენ მათს მიმართ, რა შემწყნარებლობა, რა მიტევება, რის თავის დამდაბლება...

ამ თემაში, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ნაზიარებთა ბაგის ერთი ქსოვილით შემშრალება არ არის დაბრკოლების და შიშის საფუძველი? ანდა ამ მომენტში სტიქაროსანთან ახლო კონტაქტი?...  გარდა მაცხოვრის სისხლისა და ხორცისა სადმე, ბიბლიურად მაკურნებლად მიიჩნევა სხვა ატრიბუტები?... ეს წესს ეხება და არა თვით საიდუმლოს...

მრევლის იმ აგრესიულ ნაწილს ნუ ჰგონია, რომ დღეს. ასეთ დროს თავისი თავი მხოლოდ მათი პასუხისმგებლობაა... მათს უკან ოჯახები, ჯანდაცვის სისტემა - მწირი რესურსებით, ხალხი და სახელმწიფო დგას...

მასობრივ შეკრებაზე მეტად სწორედ ამის ეშინიათ ექიმებსაც და სახელმწიფოსაც, მაგრამ ხმამაღლა ვერ ბედავენ ამის თქმას სამწუხაროდ...

არადა, მალე ძალზე გვიანი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი... საინტერესო მოსაზრებებს გამოთქვამენ უკვე მაღალი იერარქებიც:

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ესაია -

"ერთი კოვზით ზიარებასთან დაკავშირებით- საერთო საეკლესიო კრების მიერ თუ არ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ასე ცალკეული ჩვენ ვერ მივიღებთ. ვფიქრობდი, უცხოეთიდან თუ გადმოგვყავს ადამიანი და ვამყოფებთ იზოლაციაში გარშემომყოფებიც რომ მშვიდად იყვნენ, ადამიანებმა, ვინც ეზიარება ორი კვირა თვით იზოლაციაში ამყოფონ თავისი თავი.

ღირს ეს ზიარებად. ვიდრე ეზიარება ადამიანი, ემზადება ამისთვის და მადლობის ლოცვასაც ვამბობთ ხოლმე და იქნებ ასეთი განმარტოვების დრო უფრო სასარგებლო იყოს მორწმუნე ქრისტიანისთვის. ვფიქრობდი, ამ მხრივ იქნებ უფრო გონივრული იყოს ეს. თუ არის საფრთხე ადამიანი თავს დაიზღვევდა და სხვებიც იქნებოდნენ მშვიდად. რომ არ იყოს წინააღმდეგობა და ჭიდილი ერთმანეთთან“.