დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ერთ-ერთმა პაციენტმა სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავა ხელები, სიგარეტის მოკიდების დროს კი ცეცხლი გაუჩნდა და მტევნების დამწვრობა მიიღო.
„ბუნებრივია ისეთი საშუალებები, რომლებიც ადვილად აალებადია და ასეთია სპირტი და სადეზინფექციო ხსნარები, სპირტის ფუძეზე დამზადებული, ჯობია შეშრეს და ცეცხლთან ახლოს არ მივიტანოთ. სპირტი ადვილად აალებადია და ხანძარსაც იწვევს", - განაცხადა ქაშიბაძემ „რუსთავი 2"- თან.