საქართველოში დღეს წმინდა ცეცხლს ჩამოიტანენ

საქართველოში დღეს წმინდა ცეცხლს ჩამოიტანენ

საქართველოში წმინდა ცეცხლს დღეს ჩამოიტანენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წმინდა ცეცხლის ჩამოტანა იმ სპეციალური რეისით მოხდება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით დღეს შესრულდება.

„ამ რეისით, ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მოხდება წმინდა ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში. საქართველოს ელჩი წმინდა ცეცხლს უშუალოდ გადასცემს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომლებიც თვითმფრინავს თბილისიდან გაჰყვებიან“, - განმარტეს საგარეო უწყებაში.