სოსო მანჯავიძე: მხოლოდ ეპისკოპოს გოცირიძის ბარძიმია დეზიფიცირებული..

სოსო მანჯავიძე: მხოლოდ ეპისკოპოს გოცირიძის ბარძიმია დეზიფიცირებული..

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ქალბატონმა ლომჯარიამ ჩვეულ სტილში, თამამად, განაცხადა, რომ "ქრისტე ასფიქსიით გარდაიცვალა".

ამ აღმოჩენით მან თვით კოტე იოსელიანიც კი დაჩრდილა, რომელმაც თავის დროზე ასევე თამამად დააბრეხვა, რომ "ქრისტესაც ჩაუდეს ოცდაათი ვერცხლი და ისე დაიჭირეს."

ამათი იდეური მშობელი ბოკერია ზიარებით ვირუსის გადადებაზეა შეშფოთებული.

ეტყობა, ფიქრობს, რომ მხოლოდ ეპისკოპოს გოცირიძის ბარძიმია დეზიფიცირებული..

მეორეს მხრივ, გვესმის საოცარი განცხადებები, რომ არავითარი ვირუსი არ არსებობს და ეკლესიები უნდა გადაივსოს.

მოკლედ, აქეთ მებრძოლ უღმერთოთა კავშირია თავისი საერთაშირისო მხარდამჭერებით და, მეორეს მხრივ-საკუთარი, მშობლიური დანატიკოსები.

არავინ გვიკრძალავს ეკლესიაში სიარულს და ღვთის წყალობით, კატაკომბებში გადასვლის აუცილებლობა არ დგას.

ხელისუფლების და საპატრიარქოს კეთილგონიერ ნაწილს ამ სცილასა და ქარიბდას შორის უწევს მანევრირება.

არადა,,ამის გამო გონიერი და ზომიერი ადამიანები ზარალდებიან."