ჩვენი რეკომენდაცია არის ის, რომ მორწმუნე ადამიანებმა თავი შეიკავონ აღდგომის ღამეს ტაძარში მისვლისგან, - ამის შესახებ დეკანოზმა, ზაზა თევზაძემ „რუსთავის 2-ის“ ეთერში განაცხადა.
"დაიცვან ის სავალდებულო რეკომენდაციები, რომლებიც მოწოდებულია შესაბამისად ეპიდემიოლოგების მიერ, რომ არ მოხდეს ამ ეპიდემიის აფეთქება. თუ არ გავუფრთხილდებით და არ დავიცავთ რეკომენდაციებს, მდგომარეობა შეიძლება იყოს ძალიან სავალალო და მძიმე", - განაცხადა დეკანოზმა.
13 სასულიერო პირი და 16 თეოლოგი მიმართვას ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 79 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.