“ამას გვასწავლის სახარება, ერთი ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველა აშენებული ტაძარი“

“ამას გვასწავლის სახარება, ერთი ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველა აშენებული ტაძარი“

“ერთი ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველა აშენებული ტაძარი, ამას გვასწავლის სახარება"- ამის შესახებ ინფორმაცია მეუფე საბამ ტვ “პირველის“ ეთერში გააკეთა.

“ერთი ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველა აშენებული ტაძარი და ნებისმიერი ამ ქვეყნად მატერიალური, რაც კი არსებობს, რადგანაც ამას გვასწავლის სახარება, რომ მთავარი არის ადამიანი. ქრისტე ადამიანისთვის მოვიდა და დღეს ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია,“- ამბობს მეუფე საბა.

მანვე აღნიშნა, რომ სასულიერო პირები უნდა ცდილობდნენ აარიდონ საფრთხე მოსახლეობასა და მრევლს. ამასთან, არ უნდა იწვევდნენ პროვოცირებას, თითქოს მორწმუნეებს ვინმე ეკლესიის კარს უკეტავს.