გიგა ბოკერიას თქმით, მუსლიმმა რელიგიურმა ლიდერებმა საქართველოში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველაფერი გააკეთეს

გიგა ბოკერიას თქმით, მუსლიმმა რელიგიურმა ლიდერებმა საქართველოში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველაფერი გააკეთეს

გიგია ბოკერიამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით მიღებული ზომები დადებითად შეაფასა. „ევროპული საქართველოს„ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მუსლიმმა სასულიერო პირებმა მარნეულსა და ბოლნისში მეჩეთებში შეკრება საკუთარი ინიციატივით შეწყვიტეს.

„საქართველოს მუსლიმმა რელიგიურმა ლიდერებმა არამარტო ამ ორ მუნიციპალიტეტში, არამედ მთელ ქვეყანაში გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება და ყველაფერი გააკეთეს რათა ხელი შეეშალათ COVID-19-ის გავრცელებისათვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადება, თითქოს საქართველო მხოლოდ ერთი, თუნდაც ყველაზე მსხვილი რელიგიური კონფესიის -მართლმადიდებელთა - სახელმწიფოა, კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რამდენად არასწორი და არაზუსტი წარმოდგენა აქვთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს საქართველოს სახელმწიფოზე. საქართველო სამოქალაქო სახელმწიფოა, რომლის კონსტიტუციაც თანაბარუფლებიან მოქალაქეებად განიხილავს ყველას, მიუხედავად მათი რელიგიური კუთვნილებისა“, - განაცხადა ბოკერიამ.

ზურაბი ამ კაცის დემაგოგიას საზღვარი არა აქვს. თავი ისე მოაქვს,თითქოს სახელმწიფოებრიობის დავგადაკლული დამცველია,მაშინ როდესაც ებრძვის მართლმადიდებლობას,საქართველოს დამოუკიდებელ ქვეყანა ჩამოყალიბების დასაწყისში,ებრძოდა ეროვნულ ხელისუფლებას. როგორც კი ხელისფლებაში მოვიდა ძალადობაზე დამყარებულ ძალაუფლებას ლეგიტიმურს უწოდებდა, იყო უშიშროების საბჭოს მდივანი იმ ხელისუფლებაში, რომელმაც საქართველოს ძირძველ ტერიტორიაზე 3 სახელმწიფო შეაქმნევინა რუსეთს.მიკვირს ამ ადამიანს დემოკრატიის მამად მოაქვს თავი.
5 წლის უკან
სერმინე საზღვარი იმიტომ არა აქვს, რომ სამართალმა პური ვერ ჭამა.
5 წლის უკან