რადიო თავისუფლება: შესაძლოა ევროკავშირმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან საერთო ეკონომიკური ზონა შექმნას

რადიო თავისუფლება: შესაძლოა ევროკავშირმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან საერთო ეკონომიკური ზონა შექმნას

ევროპარლამენტი ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სახელმწიფოებს შორის ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნის ინიციატივას გააჟღერებს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინიციატივა ევროპარლამენტის იმ ანგარიშის პროექტშია გაწერილი, რომელიც საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უკრაინაში რუსეთის უკანონო ქმედებებს გმობს.

სავარაუდოდ, დოკუმენტს მხარს მაისში დაუჭერენ. ამასთან, ბრიუსელი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სახელმწიფოებს ევროკავშირთან ინტეგრაციის სუვერენულ უფლებას დაადასტურებს და მათ ენერგეტიკულ კავშირში, სატრანსპორტო სისტემასა და საერთო ციფრულ ბაზარში ეტაპობრივ ინტეგრაციას დაუჭერს მხარს.

dimpi ანუ 2 ტონა კვოტაზე მეტ ნიორს გაგვატანინებენ?
5 წლის უკან