გაირკვა ვინ დაწერა საპატრიარქოს კედელზე წარწერა: „ყველაზე უღმერთო ორგანიზაცია მსოფლიოში“

გაირკვა ვინ დაწერა საპატრიარქოს კედელზე წარწერა: „ყველაზე უღმერთო ორგანიზაცია მსოფლიოში“

„პრაიმტაიმს" აცნობეს, რომ საპატრიარქოს შენობის კედელზე ახალგაზრდა მამაკაცმა შეურაცხმყოფელი წარწერა გააკეთა.

თვითმხილველი ირწმუნება, რომ წარწერა - „ყველაზე უღმერთო ორგანიზაცია მსოფლიოში" - საპატრიარქოს კედელზე ორი-სამი დღის წინ სამოქალაქო აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა გააკეთა.

„პრაიმტაიმმა" ინფორმაცია თავად ზუკა ბერძენიშვილთან გადაამოწმა.

-ნუ, ვიზიარებ წარწერას, თუმცა როგორ იწერება არ ვიცი. აბსოლუტურად ორი ხელით ვეთანხმები - გვითხრა ზუკა ბერძენიშვილმა.