ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:
„გუშინ "პალიტრაზე" ბოკერია გადამეყარა.
პატივცემული გიგა კვლავ მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხითაა შეწუხებული კორონავირუსის გამო და გამწარებული ცდილობს გააიგივოს ეს საფრთხე ეკლესიასთან.
ძალიან კარგი მიგნებაა ნაცების და მათი ეპიგონების დახასიათება ვირუსოლოგიის ტერმინებით, რაც გუშინ მახვილგონივრულად გააკეთა ლაშა ნაცვლიშვილმა..
ვეთანხმები მას,რომ "პოლიტიკურად კორონავირუსი მართლაც შესაძლოა ვაქცინა აღმოჩნდეს".
იმაშიც ვეთანხმები,რომ " ქართულმა ოცნებამ კოჰაბიტაციის გამო დიდი ელექტორალური ფასი გადაიხადა."
ღმერთმა ქნას, კორონავირუსთან ერთად ეს კორონაცური ეპიდემიაც დავამარცხოთ, სწორედ მაშინ შეიძლება დაგვეწყოს ნამდვილი გამოჯანმრთელების პროცესი.“