ირაკლი ბენიძე: მოყვასზე ზრუნვა მათი მოვალეობაა!

ირაკლი ბენიძე: მოყვასზე ზრუნვა მათი მოვალეობაა!

ექიმი ირაკლი ბენიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ახლა (მგონი პირველად) სერიოზული ,,პოსტი" უნდა მოგახსენოთ დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით: რადგან ფაქტია, რომ მრევლს სახლში დარჩენისკენ არ მოუწოდებს (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა) ის, ვის სიტყვასაც მორწმუნეებისთვის მნიშვნელობა აქვს, და რადგან ფაქტია ისიც, რომ მთავრობა ერიდება ეკლესიის საქმეებში ჩარევას და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებისგან განსხვავებით ტაძრების დაკეტვის რეგულაციებს ვერ იძლევა, ვფიქრობ, კანონის უზენაესობიდან გამომდინარე (და ეს მთავრობამ გარკვევით და ცალსახად უნდა გამოაცხადოს), უნდა მოხდეს კომენდანტის საათის ყველა დამრღვევის დაკავება და დაჯარიმება. უნდა მოხდეს საგანგებო სიტუაციის წესების მიხედვით სამ კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრის გამო დაჯარიმება. უნდა მოხდეს სააღდგომო ლიტურგიის შემდგომ ყველა იქ მყოფი ადამიანის (ერიან- ბერიანად) თერმოსკრინინგი და უსიმპტომო პირების აუცილებელი ორკვირიანი იზოლაცია. აქვე ერთ ჩემს მეგობარს დავესესხები და, ვიტყვი, რომ მრევლის იზოლაციის და კარანტინის თანხა ეკლესიამ უნდა გაიღოს. ჯერ ერთი, ფულიც საკმარისად აქვთ და მეორეც: მოყვასზე ზრუნვა მათი მოვალეობაა!“

Katana ძალიან სწორი და სამართლიანი იდეაა!
5 წლის უკან