ნინო კვაჭანტირაძე: ზუსტად ვიცი, ჩემი ლოცვა და სანთელი უფალთან ყველა კუნჭულიდან მიაღწევს...

ნინო კვაჭანტირაძე: ზუსტად ვიცი, ჩემი ლოცვა და სანთელი უფალთან ყველა კუნჭულიდან მიაღწევს...

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ღრმად მორწმუნე კი არა, ეგოისტია ის , ვისაც ამდენი მარწმუნებელი სჭირდებათ, რომ ეკლესიაში მისვლა ახლა საფრთხის შემცველია, რა წყალობას ელოდებით ისეთს, რაც შეიძლება თქვენს იქ მიბრძანებას მოჰყვეს, რატომ ცდით უფალს, რატომ გინდათ დასვაროთ ღვთის სახლი ან ეკლესიის მსახურებს რას ერჩით ან ამ ექიმებს ან პოლიციელებს ან ჩვენ? ზუსტად ვიცი, ჩემი ლოცვა და სანთელი უფალთან ყველა კუნჭულიდან მიაღწევს...

მჯერა, ჩემი ბრძენი, საყვარელი, ბუბუნა პატრიარქი რამეს მოიფიქრებს!

დარჩით სახლში, დარჩით სახლში, დარჩით სახლში - დღეს ყველა ჩვენთაგანის სახლი უფლის სახლია!

პ.ს. მომწონს იდეა, საკუთარი სახლის აივნებიდან გამოვახმაუროთ პატრიარქს და ვუპასუხოთ- ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა!"