საცობი თბილისის შემოსასვლელში - რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც პრემიერმა ოთხი ქალაქის ჩაკეტვა დაანონსა

საცობი თბილისის შემოსასვლელში - რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც პრემიერმა ოთხი ქალაქის ჩაკეტვა დაანონსა

ხვა­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ოთხ დიდი ქა­ლაქ­ში შეს­ვლა და გა­მოს­ვლა 10 დღით აიკ­რძა­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი გადა­წყვე­ტი­ლე­ბა მთავ­რო­ბამ დღეს მი­ი­ღო.

რო­გორც ბრი­ფინგზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, თბი­ლის­ში, რუს­თავ­ში, ბა­თუმ­სა და ქუ­თა­ის­ში ყვე­ლა სა­ხის მოძ­რა­ო­ბა 15 აპ­რილს, 21:00 სა­ა­თი­დან აიკ­რძა­ლე­ბა.

მას შემ­დეგ რაც, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ცხად­და, დე­და­ქა­ლა­ქის შე­მო­სას­ვლელ­თან კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი სა­ცო­ბე­ბი და­ფიქ­სირ­და. თბი­ლის­ში შე­მომ­სვლე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კო­ლო­ნა მცხე­თი­დან იწყე­ბო­და.

"სამ­წუ­ხა­როდ, გვაქვს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 30 ადა­მი­ა­ნია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს 500 ადა­მი­ან­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ქვე­ყა­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შიდა გავ­რცე­ლე­ბის ეტაპ­ზე გა­და­ვე­დით. დღეს შე­უძ­ლე­ბე­ლია პი­კის პროგ­ნო­ზი­რე­ბა, ამი­ტომ მთავ­რო­ბის მოქ­მე­დე­ბას აქვს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა.

მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ხვა­ლი­დან, 15 აპ­რი­ლის 21 სა­ა­თი­დან ოთხ დიდ ქა­ლაქ­ში - თბი­ლის­ში, რუს­თავ­ში, ბა­თუმ­სა და ქუ­თა­ის­ში ყვე­ლა სა­ხის მოძ­რა­ო­ბა (შიგ­ნით არა) - შეს­ვლა და გა­მოს­ვლა, აიკ­რძა­ლოს 10 დღით" - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.