ამირან გამყრელიძე: ვმსჯელობთ იმაზე, რომ დღეში 800-1000 PCR ტესტი ჩავატაროთ

ამირან გამყრელიძე: ვმსჯელობთ იმაზე, რომ დღეში 800-1000 PCR ტესტი ჩავატაროთ

ტესტირება და ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირება ერთ-ერთი მთავარია კოვიდ-19-თან ბრძოლაში. ყველა ქვეყანა, რომელიც ამას ახორციელებს და ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია კორეა და გერმანია, 89-დან 90% ტესტირების ახორციელებს პიასიარ ტექნოლოგიით - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, უკვე მიმდინარეობს სხვადასხვა ლაბორატორიების შემოწმება და გადამზადება იმისთვის, რომ ხუთის ნაცვლად ტესტირება 15-მა ლაბორატორიამ აწარმოოს.

„პისიარ ტექნოლოგიას მისდევდა საქართველო თავიდანვე. რა თქმა უნდა ჩვენების მიხედვით დღეს ალგორითმი შეცვლილია. საჭირო გვქონდეს სწრაფი, ანტიგენზე დამყარებული ტესტი და მისი გარკვეული რაოდენობა ქვეყანაში უკვე შემოსულია. ყოველდღიურად ეს მარაგები ივსება. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ მივიღეთ დავალება პრემიერ-მინისტრისგან, ხვალ იქნება წარდგენილი საკოორდინაციო საბჭოზე, მოსაზრება კიდევ უფრო გაფართოების ამ ოქროს სტანდარტის. ანუ როდის შეგვეძლება ყოველდღიურად ავიდეთ 800-100 ტესტზე. და შემდეგ უკვე 1200-1500 ტესტზე.“