ნიკოლოზ მჭედლიშვილი: როგორც კი დავამარცხებთ მტერს, ჩვენ გვექნება უდიდესი ეკონომიკური და ფინანსური დახმარება დასავლეთიდან

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: როგორც კი დავამარცხებთ მტერს, ჩვენ გვექნება უდიდესი ეკონომიკური და ფინანსური დახმარება დასავლეთიდან

რაც დღეს პრემიერის მხრიდან გაცხადდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჯამში $3.5 მილიარდს მივიღებთ. მე იმედი მქონდა ერთიდან ორ მილარდამდე დოლარიდ დახმარების,- ამის შესახებ ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი იმ ფინანსურ დახმარებაზე საუბრობს, რომელსაც საქართველო დასავლეთისგან მიიღებს.

,,პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოაცხადა ამ წუთებში საგანგები მდგომარეობის გამკაცრების შესახებ. ეს სიმკაცრე გაგრძელდება 10 მაისამდე. არის ძალიან კარგი ამბავიც - როგორც კი დავამარცხებთ მტერს, მწამს, აუცილებლად დავამაცხებთ ვირუსს და გავიმარჯვებთ ამ ომში, ჩვენ გვექნება უდიდესი ეკონომიკური და ფინანსური დახმარება დასავლეთიდან: საერთაშორის სავალურო ფონდი მოგვცემს $447 მილიონს; ევროკავშირი და საერთაშორისო ბანკები სახელმწიფოს გამოუყოფენ $1.5 მილიარდს; იგივე საერთაშაშორისო საფინანსო ორგანიზაციები გამოუყოვენ ქართულ კერძო სექტორს კიდევ დამატებით $1.5 მილიარდს. მეგობრებო, მე იმედი მქონდა ერთიდან ორ მილარდამდე დოლარიდ დახმარების. ამან, რაც დღეს პრემიერის მხრიდან გაცხადდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჯამში $3.5 მილიარდს მივიღებთ. ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ, უბრალოდ ცოტა კიდევ მოვითმინოთ და გავიჭირვოთ",- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი

Aburjga Tasmanieli ბატონო ნიკოლოზ რა სახის იქნება ეს დახმარება ხომ არ იცით, ძველ ვალებს ახალი დაემატება თუ სანაცვლოდ რას მოგვთხოვენ?! ამ ციფრებს რომ აბრახუნებთ კეთილი ინებეთ და ნორმალურად გააკეთეთ განმარტებები!!! ჩვენთან 350 კაცი დაინფიცირდა და 3,5 მილიარდს გვპირდებიან?! მაშინ იტალიას, ესპანეთს, ჰოლანდიას რაღას აძლევენ?!
5 წლის უკან