გიორგი გახარია:  ვაღიარებ, რომ ბზობის დღეს სახელმწიფო ინსტიტუტებს და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა

გიორგი გახარია:  ვაღიარებ, რომ ბზობის დღეს სახელმწიფო ინსტიტუტებს და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა

ვაღიარებ, რომ ბზობის დღეს სახელმწიფო ინსტიტუტებს და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენცაიზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჯარიმების გამკაცრება არ იგეგმება, თუმცა, წესების აღსრულების ნაწილში იქნება მეტი ეფექტურობა.

„ჯარიმების გამკაცრება არ იგეგმება, იგეგმება აღსრულების გამკაცრება. აღსრულების გამკაცრების ნაწილში, ვაღიარებ აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ბზობის დღეს სახელმწიფოს ინსტიტუტებს და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ემოქმედა უფრო ეფექტურად, ამას ვაღიარებთ, მაგრამ ჯარიმების კიდევ უფრო გამკაცრებას არ ვგეგმავთ, აღსრულების ნაწილში გამკაცრება და ეფექტურობა იგეგმება,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.