როგორ შეიძლება ამ ვირუსის გავრცელებაზე ვინმემ პასუხისმგებლობა აიღოს. ეს არის გამოწვევა, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ ერთად, – ამის შესახებ წმინდა კვირიკეს და ივლიტას ტაძრის მოძღვარმა მამა ლევან ალადაშვილმა განაცხადა.
„ეს ვირუსი არ არჩევს რელიგიის მიხედვით, წოდების მიხედვით, ეთნიკურობის მიხედვით. ბუნებრივია გვაქვს სხვადასხვა კლასტერში ეს ვირუსი და სხვადასხვა წყარო არსებობს. როგორ შეიძლება ამ ვირუსის გავრცელებაზე ვინმემ პასუხისმგებლობა აიღოს. ეს არის გამოწვევა, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ ერთად“,- განაცხადა მამა ლევან ალადაშვილი.
ცნობისთვის, დღეს სასულიერო პირს, რომელიც წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსული ეკლესიაში მსახურობს, COVID19 დაუდგინდა. ის ბოჭორიშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
ასევე, კორონავირუსი დაუდგინდა საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელსაც.