ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ სახელმწიფო დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ სახელმწიფო დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ კორონავირუსით ინფიცირებული დაცვის თანამშრომელი სდსს-ში მუშაობს. ამის შესახებ მან საქართველოს „პირველ არხს“ განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პირი პირად დაცვაში არ მუშაობდა.

ჩუბინიძემ ასევე განაცხადა, რომ სხვა დეტალები განეკუთვნება პერსონალურ ინფორმაციას და ამაზე ვერ ისაუბრებს.

სოფელ ხოვლეში მცხოვრებ დაცვის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

საქართველოში კორონავირუსი 296 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.