ამირან გამყრელიძის საგანგებო მიმართვა:

ამირან გამყრელიძის საგანგებო მიმართვა: "ორი, მაქსიმუმ სამი კვირა..."

დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას რეკომენდაციების მკაცრად დაცვის შესახებ მოუწოდებს:

"ეს ორი, მაქსიმუმ სამი კვირა ძალიან მკაცრად შევასრულოთ რეკომენდაციები. ეს იქნება გარკვეული დისკომფორტის შემცველი, მაგრამ გავუძლოთ და შედეგი იქნება ის, რომ სტაბილიზაციის ტენდენცია, რომელიც ჩვენთან შემთხვევათა მატებაში უკვე შეინიშნება, გახდება მყარი და დაიწყება შემთხვევათა კლება" - წერს ამირან გამყრელიძე.