"ამ გოგოს ყველა უნდა იცნობდეს" – გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი სამშობლოს დასახმარებლად საქართველოში დაბრუნდა!

მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული, ლევან დიასამიძე საგანგებო ინფორმაციას აქვეყნებს. მისი თქმით, გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი მარიამ ჭყონია საქართველოში დაბრუნდა, რათა პანდემიის დროს, თავის სამშობლოს დაეხმაროს.

„მეგობრებო, ამ გოგოს მთელი საქართველო უნდა იცნობდეს - მარიამ ჭყონია!!! კიდევ ერთი მიზეზი, რომ ამაყი ვიყოთ ქართველი ერით!  კიდევ ერთი ახსნა, თუ როგორ ახერხებს მცირერიცხოვანი ქართველი ერი ათასწლეულების გამოწვევებს გაუძლოს! მეგობრებო, ლიუბეკის ინფექციური სნეულებებისა და მიკრობიოლოგიის განყოფილების ექიმი მარიამ ჭყონია, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დაბრუნდა გერმანიიდან საქართველოში, რომ დაეხმაროს ქართველ კოლეგებს და საქართველოს მოსახელეობას!

მარიამ ჭყონია, პატივი იყო თქვენი გაცნობა! ასეთი ადამიანები გვაძლევენ სტიმულს და სანიმუშონი არიან!

მარიამ, დიდი მადლობა ყველაფერი კარგად იქნება!“ , – წერს კონსული.

Tako წარმატებებს გისურვებთ, ქართველო კოლეგებო!
მეც გერმანიაში ვმუშაობ წლებია უკვე, აქ ჩემს პაციენტებს ვჭირდები და ვრჩები. ვრჩები კიდევ იმიტომ , რომ წლების წინ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წითელი და სამედიცინო აკადემიის რეზიდენტურის წარმატებული დიპლომის, ასევე დიდი შემართების და დაუზარელი შრომის მიუხედავად არ დავჭირდი ჩემს სამშობლოს, როგორც ექიმი. იმის ნაცვლად რომ შესაძლებლობები მედიცინაში დამეხარჯა, აფთიაქში ვმუშაობდი ღამის ცვლაში და ღამეებს მხოლოდ იმისთვის ვათენებდი, რომ უბნის ნარკომანებისთვის ინსულინის შპრიცები, ხოლო ქუჩის მეძავებისთვის პრეზერვატივი მიმეყიდა. საბედნიეროდ, გერმანიაში დავჭირდით უცხოელი ექიმები, წარმატებით ჩავაბარე ჯერ აპრობაციის, შემდეგ ფახარცტის გამოცდა, უმცროსი ექიმობიდან უფროსი ექიმი გავხდი. გული მწყდება, რომ სამშობლოს არ ვემსახურები, მაგრამ ვერც აქაურ პაციენტებს ვუღალატებ.
5 წლის უკან