ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, სწორი იქნება თუ საგანგებო მდგომარეობა ორი კვირით გაგრძელდება. მისი აზრით, რაც უფრიო მკაცრად იქნება დაცული შეზღუდვები, მით მეტად მალე წავა პანდემია დაღმავალი გზით.
"დღევანდელ სიტუციაში, ალბათ, უფრო სწორი იქნება, თუ საგანგებო მდგომარეობა ორი კვირით გახანგრძლივდება იმიტომ, რომ, რაც უფრო მკაცრად და ზედმიწევნით დავიცავთ შეზღუდვებს და რეკომენდაციებს, მით უფრო ჩქარა გავივლით პიკს და გავუშვებთ ეპიდემიას დაღმავალი გზით", - თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში თენგიზ ცერცვაძემ.
ამასთან ისე არ უნდა მოხდეს, რომ ეკონომიკური რეცესია ქვეყნისთვის უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე პანდემია:
"ეკონომიკური რეცესია არ იყოს იმდენად ღრმა, რომ შემდეგ ეპიდემიამ გაიაროს, მაგრად ეკონომიკის აღდგენა ვეღარ მოხერხდეს. ეს არანაკლები და შეიძლება უფრო მძიმე გამოწვევაც იყოს, ვიდრე ეპიდემია", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.