დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მსახურებაზე, რომელსაც კორონავირუსით დაინფიცირებული სასულიერო პირი ესწრებოდა, სხვა სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მსახურებაზე, რომელსაც კორონავირუსით დაინფიცირებული სასულიერო პირი ესწრებოდა, სხვა სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ

მსახურებაზე, რომელსაც კორონავირუსით დაინფიცირებული სასულიერო პირი ესწრებოდა, სხვა სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, სასულიერო პირი იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინაძღვარი არაა, თუმცა, ის მსახურებაზე ეკლესიაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა.

ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი რესპუბლიკური საავადმყოფოდან ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მისი ოჯახის წევრები არიან მოთავსებული.