თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა და ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა და ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხ ბექაიას განცხადებით, კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარება საშუალო სიმძიმისაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტის დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

„კლინიკაში 49 პაციენტია მოთავსებული. ჩატარებული 22 კვლევიდან 20-ის პასუხია მიღებული და მათგან ერთია დადასტურებული შემთხვევა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, პნევმონია არ დაფიქსირებულა. დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნულ საკითხს ეპიდემიოლოგები არკვევენ“,- აცხადებს ბექაია.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24-ით გაიზარდა და 296 შეადგინა. 296 ადამიანიდან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.