მირიან ყარაულაშვილი: ჩვენი მიცვალებულთა სულები გვაპატიებენ აღდგომის მეორე დღეს მათ საფლავებზე მიუსვლელობას !..

მირიან ყარაულაშვილი: ჩვენი მიცვალებულთა სულები გვაპატიებენ აღდგომის მეორე დღეს მათ საფლავებზე მიუსვლელობას !..

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

" არა განსცადო შენ უფალი ღმერთი შენი, ვითარცა-იგი განსცადეთ დღესა მას განცდისასა."

- ძველი აღთქმა, მეორე სჯული, 6, 16.

=============================================

"... ექიმი და მით უმეტეს, ეპიდემიოლოგი არა ვარ, მაგრამ ორი ხელის თითებზე ელემენტარული დათვლა და არითმეტიკული მოქმედებების გაკეთება შემიძლია ზეპირადაც...

როგორც ვხედავთ, ამ ბოლო რამოდენიმე დღეს საქართველოში დაინფიცირების შემთხვევებმა უკვე ათეულს მიაღწია ყოველდღიურად; თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვირუსის ინკუბაციის პერიოდი 1- 2 დღიდან 14 დღემდეა , და თუ გავიხსენებთ ე.წ. კომენდატის საათის გამოცხადების თარიღს, ადვილად მივხვდებით, რომ ამდენი შემთხვევების უმეტესობა ვლინდება ზუსტად კომენდატის საათის გამოცხადების შემდგომ დაინფიცირებულ ადამიანებზე.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ყოველდღიური გამოვლინებების რიცხვი კიდევ გაიზრდება რაღაც პერიოდი და თუ გავაგრძელეთ სიმშვიდე, უკვე აპრილის ბოლოდან წავა დაკლებაზე-როგორც ამას გვპირდებოდნენ ცნობილი სამეული და მათი კოლეგები...

მაგრამ, თუკი დავუშვებთ , რომ მომავალ შაბათ-კვირა-ორშაბათს ადამიანების ნაკადი მასიურად მიიღებს მონაწილეობას ამ დღეებში ჩვეულებრივ დროს მიმდინარე მასობრივ ტრადიციულ ღონისძიებებში , სრული სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვექნება ახალი კერები დაინფიცირების და თვის ბოლოს და მაისის დასაწყისში კლების ნაცვლად გვექნება გამოვლენათა ძალიან დიდი რიცხვი , ჩვენი პირობებისთვის ფაქტიურად, აფეთქება!!!

ეს "აფეთქება" კი თავისთავად გამოიწვევს შემდგომ მასზე მიბმულ სხვა პროცესებს და ვირუსთან საბოლოო გამარჯვების ვადა გადაიწევს არაუადრეს სექტემბერ-ოქტომბრისა - უკვე არსებული გამოცდილების გათვალისწინებით და თანახმად ელემენტარული არითმეტიკული მოქმედებებისა!

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ის, რაც მაღლა დავწერე, არსებულ გამოცდილებასა და ღიად გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით ანალიზის შედეგია მხოლოდ , რის მაქსიმალურ სიზუსტეში დარწმუნებული ვარ...

როგორც ერთი რიგითი , ეკლესიაში მონათლული ქრისტიანი მივმართავ ყველას - ეკლესიას, მთავრობას, საზოგადოოების ყველა წევრს:

- ყველა საჭირო ზომა და ღონისძიება გავატაროთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ ამ შედეგის დადგომა ქვეყანაში, რომელმაც გარკვეულ ხელშესახებ წარმატებებს მიაღწია ვირუსთან ბრძოლის საქმეში, სხვა უფრო მატერიალურად და სოციალურად განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით;

- მიზანშეწონილად მიმაჩნია სახელმწიფოს,მთავრობის მხრიდან უკვე დაწესებული შეზღუდვებისა და აკრძალვების კიდევ უფრო გამკაცრება შაბათ-კვირას ადამიანების ერთ ადგილზე მასობრივი კონცენტრირების არდაშვების მიზნით;

- საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი, მისი სულიერი შვილების უთუო , გარანტირებული დაცულობა ვირუსისგან და ამისათვის უნდა დაგვრთას ნება და მოგვიწოდოს რჯულის კანონით გათვალისწინებულ საეკლესიო ლიტურღიებსა და წირვა-ლოცვებში მონაწილეობა მივიღოთ დისტანციურად, საკუთარი საცხოვრებელი და სამყოფელი ადგილებიდან ;

- ნუ გამოვცდით უფალს და ნუ შევაწუხებთ მას ჩვენი ტარტაროზი ვირუსების მკურნალობისთვის - ის ჩვენს სულებს მკურნალობდეს უნდა მარადიულად.

დავრჩეთ სახლში და სახლში ვიზეიმოთ უფლისა ჩვენისა უეჭველი აღდგომა!!!

ჩვენი მიცვალებულთა სულები გვაპატიებენ აღდგომის მეორე დღეს მათ საფლავებზე მიუსვლელობას !..

მე მჯერა ამისი და ვამბობ სრული რწმენით..."

#დარჩისახლში