კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი რესპუბლიკური საავადმყოფოდან ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მისი ოჯახის წევრები არიან მოთავსებული

კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი რესპუბლიკური საავადმყოფოდან ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მისი ოჯახის წევრები არიან მოთავსებული

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირის დას და დისშვილსაც დაუდასტურდა კოვიდ-19. როგორც სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასულიერო პირს მაღალი ტემპერატურა და მშრალი ხველა აღენიშნება.

„დადასტურებულია კოვიდ-19-ის დიაგნოზი. გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებელი, შემოიყვანეს გუშინ. ოჯახის სულ 3 წევრია მოთავსებული, მაგრამ რომელს რომლიდან გადაეცა, არ ვიცით. ვინ არის წყარო არ ვიცით. მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინიც გუშინ შემოიყვანეს“,- განაცახდა მაკა სოლოღაშვილმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის კორნავირუსით სულ 296 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.