ბონდო მძინარაშვილი:

ბონდო მძინარაშვილი: "ფსევდოლიბერალებო, დაიმახსოვრეთ"

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"სააღდგომო ლიტურგია სპექტაკლის გენერალური რეპეტიცია არ არის, რომ ხალხის გარეშე ჩატარდეს! არც სპექტაკლის პრემიერაა, რომლის გაუქმების უფლება ცენზურას ჰქონდა!

დაიმახსოვრეთ:

სააღდგომო ლიტურგია ყველა ტაძარში ჩატარდება ღვთისმსახურების და მორწმუნე მრევლის მიერ უსაფრთხოების ზომების და ფიზიკური დისტანციის დაცვით! და ლიტურგიისას არავინ დაინფიცირდება! არავინ!

დაიმახსოვრეთ:

ტაძარი უფლის სახლია და ვინც ამ სახლში რწმენით შედის, უფალი მას კარს არ მიუხურავს! თქვენ, მით უმეტეს, ვერ შეძლებთ უფლის სახლის კარის ამოქოლვას! ჩვენ გვჯერა ჩვენი ეკლესიის!

ჩვენ გვჯერა ჩვენი ბრძენი პატრიარქის!

ჩვენ გვჯერა, რომ რწმენით გადავრჩებით!"