არჩილ თალაკვაძე რომან გოცირიძეს: მართლა ვერ ვხვდები, იმას, რასაც 14 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციები მიხვდა, თქვენთვის რატომ არის გაუგებარი?

არჩილ თალაკვაძე რომან გოცირიძეს: მართლა ვერ ვხვდები, იმას, რასაც 14 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციები მიხვდა, თქვენთვის რატომ არის გაუგებარი?

მესმის, რომ თქვენ ხართ ჩვენი ხელისუფლების ყველაზე ძლიერი და რადიკალური ოპოზიცია, მაგრამ ახლა არის თანამშრომლობის დრო და ჩვენ ვერ დავხარჯავთ დიდ ძალისხმევას, რომ თქვენს ბევრჯერ უსაფუძვლო კრიტიკას ვუპასუხოთ, - ასე გამოეხმაურა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის რომან გოცირიძის გამოსვლას.

„მართლა ვერ ვხვდები იმას, რასაც 14 ქვეყანა მსოფლიოში და საერთაშორისო ორგანიზაციები მიხვდა, თქვენთვის რატომ არის გაუგებარი? 14-მა ქვეყანამ და ორგანიზაციამ აღნიშნა ხაზგასმით, რომ საქართველოს ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდა ვირუსის მასიური გავრცელების შეკავებას, გადადგა ნაბიჯები ყველაზე სწრაფად და ყველაზე ეფექტურად. სამწუხაროა, რომ თქვენ ხართ იმ მცირე გამონაკლისებში ვინც ამას არ ეთანხმება.

ისეთი განცდა მაქვს, რომ ორი რომან გოცირიძე გვესწრება ამ სხდომაზე, ერთი, რომელიც ამბობს, რომ მთავრობა არაფერ კარგს არ ითვალისწინებს და არც ერთი სწორი გადაწყვეტილება არ მიუღია და მეორე, რომელიც უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მისი პარტიის ყველა კარგი ინიციატივა ზეწოლის შედეგად ხელისუფლებამ გაითვალისწინა.

მესმის, რომ თქვენ ხართ ყველაზე ძლიერი და რადიკალური ოპოზიცია ჩვენი ხელისუფლების, მაგრამ ახლა არის თანამშრომლობის დრო და ჩვენ ვერ დავხარჯავთ დიდ ძალისხმევას, რომ თქვენს ბევრჯერ უსაფუძვლო კრიტიკას ვუპასუხოთ და ამაზე დავხარჯოთ ბევრი დრო,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეაგირება ბიუჯეტის ეკონომიკურ ნაწილზე უკვე დაწყებულია და მიმართულია ორ ამოცანაზე: 1) როგორ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს და 2) როგორ დავეხმაროთ ბიზნესსუბიექტებს და კერძო სექტორს.

„რაც შეეხება ბიუჯეტს, თქვენ შეცდომაში შეგყავთ ჩვენი საზოგადოება, პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია და ეს იყო კომუნალური გადასახადები, სესხებთან დაკავშირებული შეთანხმება, როდესაც მოქალაქეებს მიეცათ სესხების გადავადების საშუალება და პენსიების ჩარიცხვა წინასწარ,“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

Aburjga Tasmanieli პარლამენტი უნდა გაუქმდეს. საპარლამენტო არჩევნები უნდა გადაიდოს 30 წლით. მთელი ძალაუფლება პრეზიდენტს და მის მიერ დანიშნულ მთავრობას!
5 წლის უკან