ჯანმო-ს პრესსპიკერი: “დამცავი ნიღბების ტარება მალე ნორმა გახდება“

ჯანმო-ს პრესსპიკერი: “დამცავი ნიღბების ტარება მალე ნორმა გახდება“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერის, დევიდ ნაბაროს განცხადებით, დამცავი ნიღბების ტარება მალე ნორმად იქცევა.

"ეს ვირუსი არ გაქრება. ჩვენ არ ვიცით, ადამიანები მის მიმართ იმუნურები იქნებიან თუ არა. არც ის ვიცით, როდის გვექნება ვაქცინა", - განაცხადა დევიდ ნაბარომ

მისი თქმით, ადამიანებს ახალ რეალობასთან შეგუება მოუწევთ. მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებამ ახალ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს.