მეცნიერი გიორგი ბაბუაძე კორონავირუსზე: „ტემპერატურა და ტენიანობა აიწევს თუ არა, ყველაფერი დამთავრდება“

მეცნიერი გიორგი ბაბუაძე კორონავირუსზე: „ტემპერატურა და ტენიანობა აიწევს თუ არა, ყველაფერი დამთავრდება“

კანადის ლავალის უნივერსიტეტის მეცნიერმა, გიორგი ბაბუაძემ კითხვაზე, თუ როდის დამთავრდება კორონავირუსის კოშმარი, აღნიშნა, რომ ეს დრო ძალიან შორს არ არის.

„ტემპერატურა და ტენიანობა აიწევს თუ არა, ყველაფერი დამთავრდება“, – განაცხადა მეცნიერმა.

როგორც ცნობილია, გიორგი ბაბუაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელიც კანადაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. გიორგი ბაბუაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, სადაც განმარტა, თუ რატომ არ ემართებათ ბავშვებს კორონავირუსი.

„ძალიან ბევრი მწერს, თუ რატომ არ ემართებათ კორონავირუსი ბავშვებს? პასუხია - ემართებათ, მარგრამ მათ ეს გადააქვთ უფრო მსუბუქ ფორმებში. აქვე ჩემი აზრს დავწერ თუ რატომ?

იმუნოლოგიაში არსებობს ფენომენი, რომელსაც ციტოკინური შტორმი ეწოდება (ციტოკინები კონკრეტული იმუნური უჯრედების მიერ წარმოებული მოკლე ზომის პეპტიდები, რომლებიც ასევე ებრძვიან უცხო ანტიგენს) . გარკვეული მიზეზების გამო ხშირად , არის შემთხვევები, როდესაც ჩვენი ორგანიზმი მთლიანი ძალებით ცდილობს შეუტიოს ანტიგენს და სწორედ ამ დროს შესაძლებელია განვითარდეს ციტოკინური შტორმი. სწორედ ეს ფენომენი იყო ე.წ კორონა SARS-1 (2003) და ღორის გრიპის (2009) პანდემიებისას სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

ბავშვებს, არ აქვთ ჩამოყალიბებული იმუნური სისტემა და ცნობილია, რომ მათი იმუნური უჯრედები გაცილებით ნაკლები რაოდენობის ციტოკინებს გამოიმუშავებენ, ვიდრე ზრდასრული ადამიანების იმუნური სისტემა“, – დაწერა სოციალურ ქსელში მეცნიერმა.