ხატია დეკანოიძემ ფონდ

ხატია დეკანოიძემ ფონდ "ქართუს" წერილობით მიმართა, გასაჯაროვდეს ივანიშვილის მიერ გადარიცხული თანხის წარმომავლობა

ხატია დეკანოიძემ ფონდ "ქართუს" წერილობით მიმართა. "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს იმ 100 მილიონი ლარის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას, რომელიც ფონდში ბიძინა ივანიშვილმა ჩარიცხა.

მისი ინფორმაციით ჩნდება ეჭვი, რომ თანხა ეკუთვნის ერთ-ერთ ოფშორულ კომპანიას.

"ჩვენ გვსურს გასაჯაროვდეს, როგორია წარმომავლობა ამ ფულის და ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ეს არის საქართველოს მოქალაქეებისგან მოპარული ფული, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ვითომ გადარიცხა ამ ფონდში,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

amo დაე ეგრე იყოს, თქვენ- ნაციონალები რატომ არ უბრუნებთ საქართველოს მოქალაქეებს (მილიარდობით) მოპარულ ფულს
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ამ ადამიანის მოქმედების საფუძვლები, მოტივაცია ფსიქოანალიზის მეთოდებით უნდა გაანალიზდეს! საინტერესოა რამდენი წლიასაა, ოჯახი ჰყავს?! შეიძლება შეურაცხადიც კი არის. თუ ასეა ძალიან დამენანება!
5 წლის უკან