დაინფიცირდა ექიმი, რომლის პირველწყარო ცნობილი არ არის

დაინფიცირდა ექიმი, რომლის პირველწყარო ცნობილი არ არის

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დაინფიცირებული ექიმის პირველწყარო ცნობილი ჯერ არ არის.

მისი თქმით, ყველა, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა, კარანტინში არის გადაყვანილი.

„მოკვლევა მიმდინარეობს. ყველა ის პირი, რომლიც იმყოფებოდა ექიმთან კონტაქტში არის საკარანტინო ზონაში. მათ, ვისაც აღენიშნებოდათ სიმპტომატიკა, მათი პასუხები უარყოფითია. დანარჩენი პირები იმყოფებიან დაკვირვების რეჟიმში.

კიდევ მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა, რათა ყველა კონტაქტი იყოს დადგენილი.“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი დაინფიცირდა. ინფიცირებული თბილისის მედიცინის ინსტიტუტის თანამშრომელია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა 266-მდე გაიზარდა.  გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი.