„ბზობას არაერთ ადგილად დაირღვა საგანგებო რეჟიმის დროს დაწესებული ზომები, რაც მიუღებელია“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“- თან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველას მოუსმენენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას შემდგომ პროცესებთან დაკავშირებით.
„ჩვენ გუშინ ვიხილეთ ვითარება, როდესაც არაერთ ადგილას დაირღვა საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული წესები და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება.
რაც შეეხება მომდევნო დღეების განმავლობაში იმას, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესი, ამასთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები.
ჩვენ ვართ ხელისუფლება და აქაც ჩვენი პასუხისმგებლობაა ყველას მოვუსმინოთ და მოსმენის შემდეგ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება ჩვენს ქვეყანასა და ვითარებას“,- აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული.