მეუფე გერასიმე: სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება ისე, როგორც პატრიარქის ლოცვა-კურთხევა იქნება

მეუფე გერასიმე: სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება ისე, როგორც პატრიარქის ლოცვა-კურთხევა იქნება

სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება ისე, როგორც პატრიარქის ლოცვა-კურთხევა იქნება, - ამის შესახებ ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე მრევლს მოუწოდა, რომ ყოველთის პატრიარქს უსმინონ.

„პატრიარქის ლოცვა-კურთხევას ექვემდებარება ერიც და ბერიც. ჩვენ უწმინდესის ლოცვა-კურთხევას ვითვალისწინებთ, ის ფიქრობს ერზეც და ბერზეც. სააღდგომო ლიტურგი​ა ჩატარდება ისე, როგორც იქნება პატრიარქის ლოცვა-კურთხევა. მოვუწოდებ მრევლს, პატრიარქს უსმინოს არა მხოლოდ ახლა, სააღდგომოდ, არამედ ყოველთვის!“, - ბრძანა მეუფე გერასიმემ.

საქართველოში კორონავირუსი 266 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 67 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.