კელი დეგნანის ჩართვა სახლიდან: რას მოხმარდა საქართველოში 140 მილიონი დოლარის დახმარება

კელი დეგნანის ჩართვა სახლიდან: რას მოხმარდა საქართველოში 140 მილიონი დოლარის დახმარება

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი სახლიდან ჩართვისას ყვება, როგორ ეხმარება შეერთებული შტატები  საქართველოს კორონავირუსის მიმდინარე კრიზისთან ბრძოლაში.

მან ასევე ამერიკელი ხალხის $140 მილიონზე მეტი ღირებულების დახმარებაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოსთვის უნარიანი, მტკიცე და პროფესიონალური ჯანდაცვის ეროვნული სისტემის შექმნისკენ იყო მიმართული.

ელჩმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) უახლესი დახმარება, $1.1 მილიონი აღნიშნა, რომელიც ჯანდაცვას მოხმარდება.

ეს ყურადრებით შერჩეული დახმარებაა, რომელიც საქართველოს მთავრობის, მოქალაქეების, ჯანდაცვის პროფესიონალებისა და სხვა დონორების მნიშვნელოვან საქმიანობას შეემატება.