უკრაინის შს მინისტრი კარანტინის დამრღვევ სასულიერო პირებს: იქონიეთ სინდისი!

უკრაინის შს მინისტრი კარანტინის დამრღვევ სასულიერო პირებს: იქონიეთ სინდისი!

უკრაინაში პოლიციამ სამი სასულიერო პირი დააჯარიმა კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის, რაც ეკლესიებში ხალხის შეკრების აკრძალვას ითვალისწინებს. ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა, არსენ ავაკოვმა განაცხადა.

„მინდა, გამოვეხმაურო გუშინ ეკლესიებში ხალხის შეკრებას. უპასუხისმგებლობას და ადამიანის ჯანმრთელობის უპატივცემულობას არაფერი აქვს საერთო ღმერთთან! სამ შემთხვევაში პოლიციელებმა სასულიერო პირებს ადმინისტრატიული ჯარიმები გამოუწერეს. 12 შემთხვევა შესწავლის ეტაპზეა. ჩვენ სინდისის თავისუფლება გვაქვს, მაგრამ იქონიეთ სინდისი!“, - დაწერა არსენ ავაკოვმა Twitter-ზე.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფექციას 93 ადამიანი ემსხვერპლა, 3 102 კი დაინფიცირდა.