15 აპრილამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება

15 აპრილამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება

 

13 აპრილიდან 15 აპრილის საღამომდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +17, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

„15 აპრილს, დღის ბოლოდან 16 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს. 17 აპრილიდან ისევ გამოიდარებს და დათბება. თბილისში 13-15 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. 16 აპრილს გაწვიმდება, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს. 17 აპრილიდან თბილი და უნალექო ამინდი იქნება“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.