სომეხი ექსპერტი:  „ფაშინიან! რით არიან სომხეთის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეებზე ნაკლები?“

სომეხი ექსპერტი: „ფაშინიან! რით არიან სომხეთის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეებზე ნაკლები?“

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოს შესახებ არაერთი უცხოური რეიტინგული გამოცემა წერს. სტატიის ავტორები აღნიშნავენ საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სისტემის მიერ მიღებულ პრევენციულ ზომებზე.

ერთ-ერთი სომხური გამოცემა სტატიას აქვეყნებს, სადაც წერია, თუ რატომ არ შეიძლება სომხეთმა გადადგას ქმედითი ნაბიჯები კორონავირუსის წინააღმდეგ.

სტატიის ავტორია პოლიტიკური მიმომხილველი ვლადიმირ სარქისიანი. ავტორი აღნიშნავს, რომ ფაშინიანი გადაჭარბებულად იქებს თავს.

სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

„არ შეიძლება პრემიერ-მინისტრმა მუდმივად ტელეეკრანებიდან ახსნას ის, რაც უკვე ყველასათვის გასაგებია. მხოლოდ იმის გამო, რომ პრემიერი საკუთარ თავს გადაჭარბებულად იქებს.

ამ სიტუაციაში გამარჯვებული იქნება ის, ვინც სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს და რაც შეიძლება სწრაფად. ანუ ის ვინც წინასწარ გააანალიზებს მოვლენებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რითაც გამოიხატება სახელმწიფოს ძლიერი სოციალური პოლიტიკა.

დღეს ყველა ქვეყანა პრობლემის წინაშეა და გამონაკლის არც ჩვენი ქვეყანაა. ამიტომ დღეს, არც ერთმა ხელისუფლებამ არ უნდა იფიქროს გაჩერებულ ეკონომიკასა თუ ტურიზმზე – დღეს მთავრობისთვის მთავარი პრობლემა ხალხია.

ამ ეტაპზე მთავრობის მთავარი საზრუნავი ადამიანები არიან, რომლების COVID19-ის გამო, შემოსავლების გარეშე დარჩა.

ჩვენ ყველანი ომში ვართ მტერთან, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების განადგურებით არის დაკავებული.

იმის გამო რომ ადამიანის იმუნური სისტემისთვის ეს შტამი უცნობია, ვერ ებრძვის მას… როგორც ჩანს ვაქცინა კიდევ დიდხანს არ იქნება.

ამიტომაა, რომ ინფიცირებული ადამიანი ემსაგავსება განწირულ ადამიანს, რომელიც შეუიარაღებელია მტერთან ბრძოლის დროს.

აქედან გამომდინარე, აუცილებელია მოსახლეობის დახმარება და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს სრულიად უანგაროდ. ასე აკეთებენ ევროპის ქვეყნები და რატომ უნდა იყოს სომხეთი გამონაკლისი?

მაგალითად:

ინგილისის სახელმწიფო იმ მოქალაქეებს უხდის ფულს, რომლებმაც ამ კრიზისის პერიოდში სამსახური დაკარგეს. თანხა კრიზისამდელი პერიოდის ხელფასის 80% შეადგენს.

გერმანიამ ბიუჯეტიდან 15 ათასი ევრო გამოყო თითოეული მიკრო საწარმოსთვის, ხოლო 3000 ევრო თვითდასაქმებულთათვის.

საქართველო მიმდინარე წლის მარტის აპრილისა და მაისი კომუნალურ გადასახადებს დაფარავს მოქალაქეებისათვის, მათთვის ვინც 200 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე მეტ გაზს არ დახარჯავს, ასევე დაფარავს წყლის გადასახადს.

და სომხეთში 1-ლი ივლისიდან გაზის ტარიფი ფიზიკური პირებისთვის 36%-ით გაიზრდება.

გვესმის, რომ სომხეთი, არც ინგლისია და არც გერმანია, მაგრამ საქართველო ისეთივე პოსტსაბჭოთა ქვეყანაა როგორც ჩვენ.

ფაშინიანისგან განსხვავებით, გახარიას არ აქვს სახელმწიფო დახმარების ისეთი რთული სქემა, სადაც უფრო მეტი სიტყვებია და ნაკლები საქმე.

ასე რომ სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, და აუცილებლად უნდა მოთხოვონ მოქმედ პრემიერს: „ფაშინიან! რით არიან სომხეთის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეებზე ნაკლები?“,- წერია სტატიაში.