ფრანკფურტში რკინის ხელკეტებით შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს პოლიციას, რომელიც მათ კარანტინის დაცვისკენ მოუწოდებდა

ფრანკფურტში რკინის ხელკეტებით შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს პოლიციას, რომელიც მათ კარანტინის დაცვისკენ მოუწოდებდა

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ქვებითა და რკინის ხელკეტებით შეიარაღებული პირები პოლიციას დაესხნენ თავს, რომელიც მათ სოციალური დისტანცირების დაცვისკენ მოუწოდებდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

როდესაც პოლიციის ეკიპაჟმა ქუჩაში კარანტინის დამრღვევთა ჯგუფი შენიშნა და ერთ-ერთი სამართალდამცველი ავტომობილიდან გადავიდა, ბოროტმოქმედებმა მათ ქვები დაუშინეს და გაიქცნენ. რამდენიმე წამში ეკიპაჟის მეორე წევრს 20-მდე ადამიანი დაესხა თავს.

„ზოგიერთი თავდამსხმელი ქვებს ისროდა, რამდენიმეს რკინის ხელკეტები ჰქონდა. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, რომელშიც პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა, სამართალდამცველებმა ერთ-ერთ ბინაში 6 ეჭვმიტანილი დააკავეს. სახლიდან ამოღებულია რამდენიმე ერთეული ცივი იარაღი, მათ შორის იაპონური ხმლები“, - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.