ლევან რატიანი: კორონავირუსისგან განკურნებული 80 წლის ქალი კლინიკას სავარაუდოდ ხვალ დატოვებს

ლევან რატიანი: კორონავირუსისგან განკურნებული 80 წლის ქალი კლინიკას სავარაუდოდ ხვალ დატოვებს

ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში 81 პაციენტია, აქედან 66 COVID-ინფიცირებულია- მის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განაცხადა.

ლევან რატიანის თქმით, დანარჩენ პაციენტებზე კვლევის შედეგებს ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინი კლინიკიდან გაეწერებიან.

„ამ დროისთვის რეანიმაციაში 9 პაციენტი გვყავს, მათგან სამის მდგომარეობა კრიტულია, დანარჩენების კი - მეტნაკლებად სტაბილური. რაც შეეხება 81 წლის ქალს, მას დღეს თერაპიის განყოფილებაში გადმოიყვანენ, ხვალ კი საავადმყოფოს დატოვებს. ორჯერ ჩატარებული ტესტის შემთხვევაში მასთან აღარ დადასტურდა ინფექცია. ასევე იცით, რომ გვყავს 3 არასრუწლოვანი და მათი მდგომარეობა სტაბილურია“- განაცხადა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება 42 წლის კაცს, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო, ლევან რატიანის განმარტებით, ის თერაპიულ განყოფილებაში გადავიდა. მისივე თქმით, თერაპიულ განყოფილებაში რეანიმაციიდან კიდევ ერთი პაციენტის გადაყვანა იგეგმება.

საქართველოში კორონავირუსი 266 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 67 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.