262 შემთხვევა და 0 გარდაცვლილი: როგორია ვიეტნამური მოდელის წარმატების ფორმულა

262 შემთხვევა და 0 გარდაცვლილი: როგორია ვიეტნამური მოდელის წარმატების ფორმულა

მკაცრი საკარანტინო ზომებისა და მაღალი სამოქალაქო შეგნების ხარჯზე ვიეტნამმა კორონავირუსის პანდემიის დროს ტრაგიკული შედეგების თავიდან აცილება შეძლო, - ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post-ი წერს.

გამოცემის ცნობით, კორონავირუსთან ვიეტნამის წარმატებით ბრძოლას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ადასტურებს. ჩინეთთან საერთო საზღვრის არსებობის მიუხედავად, ვიეტნამში მეზობელ სამხრეთ კორეასთან, სინგაპურსა და ტაივანთან შედარებით გაცილებით დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. გარდა ამისა, 262 ინფიცირებულიდან ვიეტნამში ჯერ არავინ გარდაცვლილა.

ვიეტნამში ჯანმოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ გადამწყვეტი როლი ადგილობრივი ხელისუფლების დროულმა რეაგირებამ ითამაშა. კერძოდ, რისკების ქვეყანაში ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში შეფასდა.

ქვეყანაში ვიცეპრემიერის მეთაურობით კორონავირუსთან ბრძოლის ეროვნული კომიტეტი შეიქმნა. იანვარში ვიეტნამში სკოლები დაიხურა, 16 მარტს საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, 25 მარტიდან კი საერთაშორისო ავიარეისები შეჩერდა. შიდა ავიარეისების უმეტესობა, სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა ასევე შეიზღუდა. მათ, ვინც პირბადის ტარებაზე უარის თქმის გამო დაავადება სხვა ადამიანს გადასდეს, 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა

ამასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსს ჯერ ქვეყანაში არავინ ემსხვერპლა, 1 აპრილს ვიეტნამმა ქვეყნიდან მოქალაქეების გასვლა და შემოსვლა შეზღუდა და ხელისუფლება აკრძალვების შემსუბუქებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.