მარგველაშვილმა ქართველ ექიმებს დიდი წარმატება წყალში ჩაუყარა:

მარგველაშვილმა ქართველ ექიმებს დიდი წარმატება წყალში ჩაუყარა: "ბევრი ქვეყანა უკეთეს მდგომარეობაშია"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირვეკლის“ ეთერში კარანტინის რეჟიმის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები გააკრიტიკა.

„უცებ გაჩნდა მითი, რომ თითქოს საქართველო არის გამონაკლისი მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა მას გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის, „გარდიანის“ დღევანდელი სტატია შეახსენა, სადაც კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს წარმატებულ ბრძოლაზეა საუბარი.

„შეხედეთ სტატისტიკას, ნახავთ, რომ საქართელოს მდგომარეობა კარგია, მაგრამ ეს არ არის – ღმერთო ჩემო რა მოხდა – ამბავი. მთელი სტატისტიკა დევს ხელის გულზე. მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ანალოგიურ, ან კიდევ უფრო უკეთეს მდგომარეობაშია. აქ დიდი როლი შეასრულა ლუგარის ლაბორატორიამ და ქართველმა ექიმებმა“, – განაცხადა მარგველაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ სადაც საჭიროა იქ ეკონომიკა და მოქალაქეების აქტივობა არ უნდა გაჩერდეს.

სერმინე ისიც კი უხერხულია, მას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი როომ უწოდო.
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ხანდახან რომ იცის ამჯერად ისეთი არაფერი უთქვამს! )))
5 წლის უკან
amo ბიძინა შენ მოგეცა ჩვენი ცოდვა ამ კაცის ამოტივტივებისთვის
5 წლის უკან