პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ისრაელში მცხოვრები დავით ბოთერა (ბოთერაშვილი) მსოფლიოში დღეს არსებულ სიტუაციას „ძვირად ღირებულ ექსპერიმენტს“ უწოდებს. მისი აზრით,მიმდინარეობს ხელოვნური გადარჩევა და ამ ექსპერიმენტს ადამიანთა მოდგმის ფიზიკური შენარჩუნების მცდელობა უდევს საფუძვლად.
"COVID-19-ის გავრცელებით, დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს ზოგადსაკაცობრიო სტრატეგიული მნიშვნელობის ექსპერიმენტი და შევეცდები, ღიად და არსებულ შესაძლებლობათა ფარგლებში გახსნილად შემოგთავაზოთ ჩემი მოსაზრება. გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს, ჰაიფას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრაზე მოღვაწეობისას, შევძელი, თეორიულ დონეზე გამეშიფრა სამოქალაქო საზოგადოებრიობის გენეტიკური კოდი და მისგან გამომდინარე – ბაქტერიოლოგიური იარაღის გავლენა გენური სისტემის მონტირებაზე (მონტაჟზე). კვლევების შედეგები მხოლოდ ისრაელის რამბამის გენეტიკური კვლევის ცენტრის სპეციალისტებს (პროფესორ კარლ სკორეცკის ხელმძღვანელობით), უკრაინის მეცნიერებათა აკადემიასა (აკადემიკოს ვადიმ კავსანის ხელმძღვანელობთ) და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურობას გავანდე.
დანარჩენს, მომავალი თავადაც ცხადყოფს, მაგრამ, უკვე ჩანს, რომ წინამდებარე ექსპერიმენტი, რაც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს COVID-19-თან დაკავშირებით, უკლებლივ ყველა ქვეყნის სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარეობს. დღეს იგი მხოლოდ პრევენციულ ხასიათს ატარებს, მაგრამ ახლო მომავალი ცხადყოფს ამ ექსპერიმენტის რეალურ საბაბსაც, რაც, სავარაუდოდ უკვე გვაჩვენა ადრინდელი ვირუსული ეპიდემიების გამოცდილებამ, ოღონდ, ადრინდელისაგან განსხვავდებით, ამჟამად აქცენტი საზოგადოების რეაქციაზე მახვილდება, ანუ საზოგადოების მზადყოფნისთვის და მის გადასახალისებლად იხარჯება აუარებელი სახსრები, სავარაუდოდ, მოსალოდნელი, გაცილებით უფრო მწვავე გამოწვევების თავიდან აცილების მიზნით და არა მხოლოდ ხანდაზმული მოსახლეობის რაოდენობის შეთხელებისთვის.
სწორედ ამისათვის მოქმედებენ მსოფლიო საორგანიზაციო ძალების შესაბამისი სინდიკატები. ნიშანდობლივად მიმაჩნია, აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ, წინამდებარე ექსპერიმენტს, ზოგადად, კაცობრიობის მოდგმის ფიზიკური შენარჩუნების მცდელობა უდევს საფუძვლად, თუმცა მოსახლეობის გარკვეული კატეგორიის რაოდენობის შემცირება გარდაუვალი მოვლენა იქნება.
მოგეხსენებათ, რომ ბუნებრივი გადარჩევის ბიოლოგიურ ბერკეტებს, მხოლოდ გენეტიკური სიმტკიცე ვერ გადალახავს, ამას სჭირდება ხელოვნური იმუნიტეტის დანერგვაც, ანუ ხელოვნური გადარჩევა, რომელიც გარკვეულ აუცილებელ პირობას წარმოადგენს და ადამიანის გენომური სისტემებიც, ნაწილობრივად, მას ექვემდებარება.
დღეს ხელოვნური გადარჩევის პროცესს, ვირუსი კორონა ემსახურება!
რაც შეეხება ხელოვნურ იმუნიტეტს, იქიდან გამომდინარე, რომ კორონა თითოეული ადამიანის ხვედრი იქნება და სავარაუდოდ, გარკვეულ ეტაპზე, თითოეულ ჩვენთაგანს და არა მხოლოდ ადამიანებს მოუხდებათ მისი მოხდა. ასე რომ, თითოეული ჩვენთაგანისთვის გამოსამუშავებელი და ზოგისთვის უკვე გამომუშავებული იმუნიტეტი, საჭიროა მოსალოდნელი, გაცილებით უფრო მწვავე და თანაც, უფრო მტკივნეულ დაავადებათა ეფექტიანად განეიტრალებისთვის.