ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: ჩვენთან  ოთხი საყურადღებო პაციენტია - კრიტიკულად არც ერთის მდგომარეობა არ ფასდება

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: ჩვენთან  ოთხი საყურადღებო პაციენტია - კრიტიკულად არც ერთის მდგომარეობა არ ფასდება

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს.

როგორც სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პაციენტი ასაკობრივად რისკ ჯგუფში არ შედის და მასთან დაავადების მიმდინარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ერთი პაციენტია ჩვენთან დამატებული, რომელიც ჩვენთან არაა გამოვლენილი. ბოჭორიშვილის კლინიკაში სულ ამ ეტაპზე 55 პაციენტიდან 16 არის კორონავირუსზე დადასტურებული. აქედან 7 არის 18 წლამდე ასაკის პაციენტი. კრიტიკულად არცერთი პაციენტის მდგომარეობა არ ფასდება. 4 საყურადღებო პაციენტია. არასრულწლოვნები საყურადღებო პაციენტებში არ არიან“,- განაცხადა სოლოღაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელიან, რომელიც „18 წლამდე პირია და მისი პირველადი ტესტი კორონავირურზე უარყოფითი იყო“.