კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემა, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ისრაელში „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.
„პირდაპირი გადაცემა იქნება და ყველა ტელევიზიას შეეძლება, რომ სიხშირე აიღოს კონკრეტული საერთაშორისო ტელევიზიით“, - აღნიშნა ელჩმა.
მისივე თქმით, თვითონ ცერემონია დამტკიცებული წესის მიხედვით ჩაივლის.
„წმინდა ცეცხლის გადმოსვლასთან დაკავშირებით არის შეზღუდვა საერო პირების ტაძარში შესვლასთან დაკავშირებით. მონაწილეობას მიიღებენ სასულიერო პირები. შეგახსენებთ, რომ იერუსალიმში წირვა-ლოცვის ჩატარებას განსაზღვრავს სტატუს კვო, რომელზედაც შეთანხმებული არის ყველა რელიგიური დენომინაცია, წარმოდგენილი წმინდა მიწაზე. სტატუს კვოს თანახმად, განწერილი არის თითოეული წუთი და თითოეული ნაბიჯი დიდ შაბათს, ცეცხლის გარდამოსვლასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს სტატუს კვო არ დაირღვევა“, - განაცხადა ჟვანიამ.
მისივე თქმით, ცეცხლის გარდამოსვლის შემდეგ მას თბილისში იმ თვითმფრინავით ჩაიტანენ, რომელიც საქართველოში ქვეყნის 120 მოქალაქეს დააბრუნებს.